სარგებლობის წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებს.
ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლისას ან ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და სრულად ეთანხმებით სარგებლობის ამ წესებს და პირობებს (შემდგომში — სარგებლობის წესები) და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას (შემდგომში – პოლიტიკა). თუ თქვენ სრულად არ ეთანხმებით მათ, გთხოვთ, არ განაგრძოთ ჩვენი ვებ-გვერდით ან/და სხვა სერვისებით შემდგომი სარგებლობა.
უკანასკნელი ცვლილების თარიღი: 22.05.2025წ
წინამდებარე სარგებლობის წესით განსაზღვრულია ვებ-გვერდზე meandmom.ge, meandmom.ge ის ქვედომენური დონის საიტებზე ხელმისაწვდომი ციფრული სერვისებით, meandmom.ge -ის მობილური აპლიკაციებით ან/და მათი ცალკეული ფუნქციებით სარგებლობის წესები და პირობები.
ყურადღება: გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროდუქტის შემადგენლობასა და გამოყენების წესებს. ზოგიერთი პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს ალერგენებს. პროდუქტის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მისი შემადგენლობა შეესაბამება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ნებისმიერი ალერგიული რეაქციის ან სხვა უკუჩვენების შემთხვევაში დაუყივნებლივ მიმართეთ ექიმს.
გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა:
meandmom.ge, “ჩვენ”, მიმწოდებელი ან/და შემსრულებელი ან/და კომპანია შპს “მე და დედა” საიდენტიფიკაციო კოდი 404770841 და მისი ვებ-გვერდი meandmom.ge;
მომხმარებელი/შემკვეთი/თქვენ – meandmom.ge -ის ვებ-გვერდის სერვისებით მოსარგებლე პირი, მათ შორის, meandmom.ge -ის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული პირი, რომელსაც სურს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქტის/სერვისის მიღება; ასევე, ვებ-გვერდზე შემოსული ნებისმიერი სტუმარი.
სერვისი – ვებ-გვერდზე meandmom.ge, meandmom.ge -ის ქვედომენური დონის საიტებზე meandmom.ge -ის მობილური აპლიკაციებით ან/და მათი ცალკეული ფუნქციებით ხელმისაწვდომი ციფრული სერვისები და პროდუქტი;
პროდუქტი – „ყუთი“, აგრეთვე, სხვადასხვა სახის კოსმეტიკური და ჰიგიენის საშუალებები, საგანმანათლებლო რესურსები და სხვა მსგავსი პროდუქტები ან მათ შესახებ სააქციო შეთავაზებები (ფასდაკლების ბარათი და სხვ.), ასევე, ჩვენს მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სახის მომსახურება/მომსახურების გაწევის პირობა (ვაუჩერი, შეთავაზება, ფასდაკლების ვაუჩერი და სხვა.).
ყუთი– “მე და დედა”-ს მიერ სპეციალური დიზაინით შექმნილი ყუთი, რომელშიც განთავსებულია ბავშვებისთვის და დედებისთვის განკუთვნილი პროდუქტები;
ერთიანი ანგარიში – meandmom.ge -ის ვებ-გვერდზე მომხმარებლის რეგისტრაციისას შექმნილი ანგარიში.
ბილინგის პოლიტიკა – ყოველთვიური გამოწერის ყუთების ერთიანი წლიური გადახდის და ყუთების შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებლის ბარათიდან თანხა ჩამოიჭრება ერთიანად, ხოლო ყოველთვიური ყუთების შეკვეთის შემთხვევაში სისტემა იმახსოვრებს ბარათის მონაცემებს და თანხების ჩამოჭრის პროცედურა არსებული მომხმარებლებისთვის დაიწყება მიმდინარე თვის 27 რიცხვიდან და გაგრძელდება მომდევნო 3 (სამი) დღის განმავლობაში.
შეკვეთა – შემკვეთის მიერ პროდუქტის გამოწერის/ყიდვის განხორციელება meandmom.ge -ზე.
პარტნიორი კომპანია – ყუთში განთავსებულ პროდუქტთა მწარმოებელი ან/და მომწოდებელი იურიდიული პირი.
თითოეულ ყუთში წარმოდგენილი იქნება დედისთვის და ბავშვისთვის განკუთვნილი სხვადასხვა მოცულობისა და ტიპის 6–9 პროდუქტი. ყუთს მოჰყვება საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები მშობლებისათვის და ბავშვთა გასართობ-განმავითარებელი ბარათები, ასევე სხვადასხვა ტიპის ფასდაკლების ვაუჩერები.
მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს თანხის დაბრუნება, სანამ მათ მისამართზე მიიღებენ ყუთს. მომხმარებლებმა მხარდაჭერის ჯგუფს უნდა გამოუგზავნონ მოთხოვნა ავტორიზებული ელექტრონული ფოსტით – info@meandmom.ge.
meandmom.ge ახდენს პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული/მოწოდებული/ბარტერით გაცვლილი/ნაყიდი ან სხვაგვარად მიღებული პროდუქტებით დაკომპლექტებული ყუთის შეძენისა და დანიშნულების პუქნტში მიწოდების საჯარო შეთავაზებას მომხმარებელთათვის; ყუთის შესაძენად მომხმარებელი უფლებამოსილია ვებ-გვერდ meandmom.ge-ზე გაიაროს რეგისტრაცია და ერთიანი ანგარიშიდან პირადი ხარჯით განახორციელოს შეკვეთა.
პირველადი ყუთის შეკვეთის განხორციელებისას მომხმარებელი ტრანზაქციის შესრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს იმ თვის ყუთს, რომელ თვეშიც მოხდა გამოწერა და ანგარიშსწორება.
წინა თვეში რეგისტრირებულ მომხმარებელთა ის ნაწილი, რომელსაც ბილინგის პოლიტიკის შესაბამისად ჩამოეჭრა მომდევნო თვის ყუთის ღირებულება, გამოწერილ ყუთებს მიიღებს მომდევნო თვის 1-დან 15 რიცხვამდე პერიოდში, ერთიან ანგარიშში მითითებულ მისამართზე.
- ზოგადი წესები და მოქმედების სფერო
1.1. სარგებლობის წესები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას პროდუქტების/სერვისების მომხმარებელსა/შემძენსა და საქონლის/სერვისების მომწოდებელს შორის.
1.2. თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებ–გვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.
1.3. თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის სერვისებით სარგებლობის ფაქტი, ყოველ მიზეზ გარეშე, ავტომატურად მოგაქცევთ სარგებლობის წესების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია სარგებლობის წესებით განსაზღვრული წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ.
- რეგისტრაცია და ერთიანი ანგარიშის გაუქმება
2.1. ჩვენი სერვისებით სარგებლობის დროს, თქვენი სურვილით ან ჩვენი მოთხოვნით, შესაძლებელია meandmom.ge-ის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაცია.
2.2. მომხმარებელი ანგარიშის რეგისტრაციისას უთითებს, სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, ელ. ფორტის მისამართს,ბავშვის ასაკს, სქესს.
2.3. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების
და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
2.4. meandmom.ge -ის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაციით თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, უახლესი, სრული და თქვენ იზრუნებთ ამ ინფორმაციის დროდადრო განახლებაზე მათი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველსაყოფად.
2.5. რეგისტრირებულ მომხმარებელს არ აქვს წვდომა სხვა მომხმარებლის მიერ მოწოდებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ ან პერსონალურ მონაცემს
, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს წვდომა გათვალისწინებულია კანონით ან სხვა მომხმარებლის პირდაპირი ნებართვით. კომპანია უფლებამოსილია, აღნიშნული შეზღუდვა უზრუნველყოს როგორც ტექნიკური საშუალებებით, ისე მომხმარებლის ანგარიშზე წვდომის პოლიტიკის მეშვეობით.
2.6. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი ანგარიშის მონაცემების კონფიდენციალურობა, მათ შორის პაროლისა და ავტორიზაციის სხვა საშუალებების. მომხმარებელი პასუხისმგებელია ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება მისი ანგარიშის მეშვეობით.
2.7. თუკი მომხმარებელი შეამჩნევს მის ანგარიშზე უნებართვო წვდომას ან უსაფრთხოების სხვა შესაძლო დარღვევას, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას.
2.8.მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს ყოველთვიური გამოწერა ყოველი თვის 27 რიცხვამდე (მანამ, ვიდრე ბილინგის სისტემა დაიწყებს მომდევნო თვის ყუთების თანხების ჩამოჭრას). იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გააუქმებს გამოწერას 27 რიცხვიდან თვის ბოლომდე, მას ჩამოეჭრება მომდევნო თვის ყუთის საფასური, მიიღებს მომდევნო თვის ყუთს და გაუქმება ძალაში შევა შემდეგი თვიდან.
- წვდომის შეზღუდვა
3.1. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ თქვენი meandmom.ge-ის ერთიანი ანგარიში ან სხვაგვარად შევზღუდოთ თქვენი წვდომა ჩვენს პროდუქტებზე/სერვისებზე, სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება წინამდებარე სარგებლობის
წესებით დადგენილი პირობები და დებულებები.
3.2. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების შედეგად თქვენთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე (ზარალზე).
3.3. კომპანია იტოვებს უფლებას, დროებით შეწყვიტოს ან შეზღუდოს სერვისის მიწოდება ტექნიკური სამუშაოების, გაუთვალისწინებელი გარემოებების, პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვები განხორციელდება მაქსიმალურად მცირე ვადით.
3.4. მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შემთხვევაში, კომპანია შეეცდება მაქსიმალურად დროულად აღადგინოს მომსახურება და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს მიაწოდოს შესაბამისი შეტყობინება პლატფორმის საშუალებით ან რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.
- მომხმარებლის შექმნილი კონტენტი
4.1. სერვისები ან მათი ცალკეული კომპონენტები, შესაძლოა, მომხმარებლებს აძლევდეს საშუალებას, გამოაქვეყნონ კონტენტი ან კომუნიკაცია დაამყარონ სხვა მომხმარებლებთან. ასეთი კონტენტი შესაძლოა იყოს ტექსტური, გრაფიკული აუდიო, ვიდეო ან სხვა ნებისმიერი ფორმით არსებული (შემდგომში — მომხმარებლის კონტენტი).
4.2. სერვისებით სარგებლობის დროს, მომხმარებლის კონტენტის შექმნით, თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ არ გამოაქვეყნებთ ისეთ კონტენტს, რომელიც:
ა) არღვევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას;
ბ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებაში, უხამსი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის თანახმად; ან
გ) შეიცავს შეცდომებს, ვირუსებს, მახეებს, worm-სა და trojan horses-ს ან სხვა საზიანო კოდებსა და საკუთრებას.
4.3. meandmom.ge არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ გამოქვეყნებული კონტენტის შინაარსზე. მომხმარებლის მიერ ასეთი კონტენტის გამოყენება ხდება საკუთარი რისკის ხარჯზე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას მომხმარებლის კონტენტის ან მისი ნაწილის სინამდვილეზე, სისწორეზე, გონივრულობაზე, სანდოობაზე ან სისრულეზე.
4.4. მომხმარებლის კონტენტი იქმნება მკაცრად არა-კომერციული, პერსონალური მოხმარებისთვის. დაუშვებელია მომხმარებლის კონტენტში ფიგურირებდეს ნებისმიერი სხვა კომერციული თუ არაკომერციული სუბიექტის რეკლამა, თუ ამაზე არ არსებობს ჩვენი წინასწარი თანხმობა.
4.5. მომხმარებლის კონტენტის შექმნით, თქვენ, ასეთ კონტენტზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე, სრულად ან ნაწილობრივ, meandmom.ge -ს გადასცემთ გლობალურ, გამოუხმობ, უვადო, უსასყიდლო, არაექსკლუზიურ და ქველიცენზირებას დაქვემდებარებულ ლიცენზიას მომხმარებლის კონტენტის ჩვენების, გავრცელების, რეპროდუცირების, გადაცემის, გამოქვეყნების, შესრულების, თარგმნის, შეცვლის, ადაპტაციის, წაშლის, მოდიფიცირების, გარდაქმნის, დერივატიული ნაწარმოების შექმნის უფლებით. meandmom.ge უფლებამოსილია ლიცენზიით მინიჭებული უფლებები გამოიყენოს საკუთარი აბსოლუტური დისკრეციის შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით.
- საავტორო უფლებები
5.1. ის მასალა, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობის განმავლობაში ხდება, (შემდგომში — კონტენტი), განკუთვნილია თქვენი პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.
5.2. კონტენტი დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს meandmom.ge -ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება meandmom.ge -ს საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება.
5.3. აკრძალულია კონტენტის, მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, რეპროდუცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლუატაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ მიერ გაიცა წინასწარი თანხმობა.
- მომხმარებლის პასუხისმგებლობა
6.1. ყუთში არსებულ ყოველ პროდუქტს დატანილი აქვს აღწერა შემავალი კომპონენტებისა და მოხმარების წესების შესახებ, მათ შორის საკვები დანამატების, ქიმიური ნივთიერებების, არომატიზატორებისა და სხვა პოტენციური ალერგენების მითითებით, რაც ეყრდნობა მწარმოებლის მიერ მოწოდებულ მონაცემებს. თუმცა, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როდესაც მწარმოებლის მხრიდან არ არის მოწოდებული სრული ან ზუსტი ინფორმაცია.
6.2. მომხმარებელი ვალდებულია, თითოეული პროდუქტის მიღებისა და გამოყენების წინ დამოუკიდებლად გადაამოწმოს მისი შემადგენლობა, გაითვალისწინოს მის ან ოჯახის წევრის ინდივიდუალური ალერგიები და სხვა ჯანმრთელობის პირობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როცა პროდუქტი განკუთვნილია ახალშობილის, ჩვილის ან ორსული ქალის გამოყენებისთვის.
6.3. ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებამდე, განსაკუთრებით მედიკამენტური დანამატების, კოსმეტიკის, ჰიგიენური საშუალებებისა და საკვების შემთხვევაში, რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან ან პედიატრთან, რათა მოხდეს ინდივიდუალური შეფასება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ან/და მომხმარებელმა მიმართოს კომპანიის საფორთს დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
6.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია ინდივიდუალური ალერგიის ან შეუწყნარებლობის შედეგით.
6.5. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას პროდუქტზე ასახული ან/და კომპანიისგან მიწოდებული პროდუქტის შენახვის პირობები, აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მომხამრებლის წინაშე.
6.6. მომხამრებელს უფლება აქვს მოითხოვოს ყუთში არსებული პროდუქტის ჩანაცვლება იმავე პროდუქტით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, რომლის ჩანაცვლება მოხდება 5-7 სამუშაო დღის ვადაში.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა
7.1. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს.
7.2. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.
7.3. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ ვართ ყუთით მოწოდებული პროდუქციის მწარმოებლები, და ისინი წარმოებულნი არიან შესაბამისი ბრენდების მიერ, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ყუთით თქვენთვის მოწოდებული პროდუქციის ხარისხსა და შემადგენლობაზე. პროდუქტის გამოყენებამდე თქვენ ყურადღებით უნდა წაიკითხოთ პროდუქციის ეტიკეტები ან და მისი შეფუთვის ჩანართები და მკაცრად დაიცვათ მწარმოებელი ბრენდის ყველა მითითება, ინსტრუქცია და გაფრთხილება, რათა თავიდან აიცილოთ ალერგიული რეაქციები ან სხვა გვერდითი მოვლენები.
7.4. იმ შემთხვევაში, თუ ყუთში აღმოჩნდა პროდუქტის ტესტერი ან/და იმგვარი პროდუქტი, რომელსაც თან არ ახლავს ინფორმაცია პროქუდტის შემადგენლობაზე ან/და შენახვის პირობებს მომხმარებელი ვალდებულია თავად გადაამოწმოს ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობაზე და შენახვის პირობებზე ან/და მიმართოს ექიმს ან კომპანისს საფორთს დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
- ყუთის გამოწერის წესები და საფასური.
8.1. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ყუთის გამოწერის სხვადასხვა შესაძლებლობას, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი:
ა) ყუთის გამოწერა ყოველთვიური გადახდით;
ბ) ყოველთვიური ყუთის გამოწერა ერთიანი წლიური გადახდით.
8.2. წინამდებარე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოწერის შემთხვევაში, ყოველთვიური ყუთის ღირებულების ჩამოჭრა მოხდება ავტომატურად მომხმარებლის მიერ მითითებული საბანკო ბარათიდან ბილინგით გათვალისიწნებული პირობების შესაბამისად.
8.3. ყოველთვიური გადახდა განიხილება როგორც უაქცეპტო — მომხმარებლის მხრიდან ყოველთვიური თანხმობის გარეშე.
8.4. წინამდებარე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის გამოწერის შემთხვევაში, ყუთის ღირებულების ერთიანი ჩამოჭრა მოხდება ავტომატურად მომხმარებლის მიერ მითითებული საბანკო ბარათიდან, მომხმარებლის მიერ გამოწერის დადასტურებისა და საბანკო ბარათის მითითების შემდგომ.
8.6. მომხმარებელი ვალდებულია ყუთის გამოწერისას მიუთითოს მისამართი, სადაც კომპანია უზრუნველყოფს ყუთის მიწოდებას.
8.7. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკმარისი თანხის არსებობა ანგარიშზე.
8.8. არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია არ გაუგზავნოს მომხმარებელს მიმდინარე თვის ყუთი.
8.9. ყუთის მიწოდება განახლდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სრულად გადაიხდის მიმდინარე თვის საფასურს.
8.10. მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს ყოველთვიური გამოწერა ყოველი თვის 27 რიცხვამდე (მანამ, ვიდრე ბილინგის სისტემა დაიწყებს მომდევნო თვის ყუთების თანხების ჩამოჭრას). იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გააუქმებს გამოწერას 27 რიცხვიდან თვის ბოლომდე, მას ჩამოეჭრება მომდევნო თვის ყუთის საფასური, მიიღებს შემდგომი თვის ყუთსს და გაუქმება ძალაში შევა შემდეგი თვიდან.
8.11. მომხმარებლის მხრიდან ტრანზაქციის განხორციელების დღეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში ყუთის ღირებულების დაბრუნება განხორცილდება იმავე დღეს, ხოლო სხვა შემთხვევაში ყუთის ღირებულების დაბრინება განხორციელდება 3-5 სამუშაო დღის ვადაში, მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
- ყუთის მიწოდების პირობები
9.1პირველადი ყუთის შეკვეთის განხორციელებისას მომხმარებელი ტრანზაქციის შესრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს იმ თვის ყუთს, რომელშიც მოხდა გამოწერა და ანგარიშსწორება, ხოლო ყოველი შემდგომი ყუთის მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით მომდევნო თვის 1-დან 15 რიცხვამდე პერიოდში.
9.2. მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისის მასშტაბით უფასოდ).
(გვესმის, რომ პატარა შვილთან ერთად ხანდახან მოუხერხებელია, მაგრამ გთხოვთ, მიტანის დროს დაგვხვდეთ კორპუსის წინ ან სახლთან — ბინამდე ასვლა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება.).
9.3. მიწოდების კონკრეტული ვადები შესაძლოა განსხვავდებოდეს ეროვნული დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების გათვალისწინებით.
9.4. ყუთის მიწოდება თბილისის მასშტაბით უფასოა, ხოლო რეგიონებში მიწოდების საფასურის გენერირება მოხდება მომხმარებლის მიერ მისი ფაქტორბრივი მისამართის მითითებისას, რის შემდგომაც ბილინგის სიტემა უზრუნველყოფს მიწოდების საფასურის მომსმარებლის მიერ მითითებული ანგარიშიდან ჩამოჭრას.
9.5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქტის დაგვიანებულ მიწოდებაზე იმ შემთხვევებში, როდესაც შეფერხება დაკავშირებულია მესამე მხარეების საქმიანობასთან ან ფორს-მაჟორულ გარემოებებთან.
9.6. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, თუ პროდუქტის მიწოდება ვერ განხორციელდა მომხმარებლის მიერ არაზუსტად ან შეცდომით მითითებული მისამართის/მონაცემების გამო.
- კონფიდენციალურობა
ჩვენი ვებ-გვერდის ციფრული სერვისებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და სრულად ეთანხმებით ჩვენი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას რომელიც წარმოადგენს წინამდებარე სარგებლობის წესების განუყოფელ ნაწილს და რომელზეც სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებით გათვალისწინებული ყველა პირობა და დებულება.
- სარგებლობის წესების ცვლილება
წინამდებარე სარგებლობის წესები ნებისმიერ დროს ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის meandmom.ge -ზე გამოქვეყნებისთანავე. სარგებლობის წესების პირველი აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა სარგებლობის პირობების უკანასკნელი ცვლილება. თქვენს მიერ ჩვენი სერვისების გამოყენება ცვლილებების ან დამატებების განხორციელების შემდეგ ნიშნავს თქვენს თანხმობას ახალ პირობებზე.
- ინდემნიტეტი
თქვენ აცხადებთ თანხმობას და იძლევით გარანტიას, რომ სრულად აუნაზღაურებთ meandmom.ge-ს, მის მფლობელ, შვილობილ ან აფილირებულ კომპანიებს, დირექტორებს, თანამშრომლებს, აქციონერებს და მეწილეებს ყოველგვარ ზიანს, ზარალს, დანახარჯს, თუ ასეთი ზიანი, ზარალი ან დანახარჯი დადგება თქვენს მიერ წინამდებარე სარგებლობის წესებით განსაზღვრული პირობებისა და დებულებების არასრული და არაჯეროვანი შესრულების/გამოყენების შედეგად.
- მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
სარგებლობის წესები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობასთან/შეძენასთან, ასევე ამ სარგებლობის წესების დებულებებთან, უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს. წინამდებარე სარგებლობის წესების ცალკეული დებულების ბათილობა არ იწვევს დანარჩენი წესებისა და დებულებების ბათილობას და იგი ჩანაცვლდება იმ წესით ან დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ბათილი წესის ან დებულების მიზანთან.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
1. ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს meandmom.ge-ს (შემდგომში – „კომპანია“) მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებისა და წესების განმსაზღვრელ დოკუმენტს. აღნიშნული პოლიტიკა შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ„ კანონის შესაბამისად და ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას.
პოლიტიკის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა მიზნებით ხორციელდება მათ მიერ მოწოდებული ან/და დაგენერირებული პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, გადაცემა და წაშლა.
2. პოლიტიკის მოქმედების სფერო
პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირის მიერ მოწოდებულ ან/და ავტომატურად გენერირებულ პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც:
ა)იყენებენ ვებგვერდს meandmom.ge;
ბ)სარგებლობენ კომპანიის სერვისებით;
გ)ავსებენ განაცხადებს, რეგისტრაციის ფორმებს ან სხვა სახის ელექტრონულ დოკუმენტებს;
დ)რომლებიც აწვდიან პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებით.
პოლიტიკა არ ვრცელდება იმ მესამე მხარის ვებ-გვერდებსა და სერვისებზე, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ბმულები meandmom.ge-ს პლატფორმაზე, მაგრამ არ იმართება კომპანიის მიერ.
3. პერსონალური მონაცემების კატეგორიები
კომპანია ამუშავებს შემდეგ კატეგორიად პერსონალურ მონაცემებს:
საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი;
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საცხოვრებელი მისამართი;
დემოგრაფიული მონაცემები: სქესი; ასაკი;
ფინანსური მონაცემები: საბანკო ბარათის ნომერი (დამუშავება ხდება გადახდის სისტემის მეშვეობით);
ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, მოწყობილობის მონაცემები, ბრაუზერის ტიპი, ვებ-გვერდზე ვიზიტის დრო და ხანგრძლივობა, ქუქი ფაილები და თრექინგ მონაცემები.
4. მონაცემთა შეგროვების მიზნები
პერსონალური მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებით:
მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ავთენტიფიკაცია;
პროდუქტის შეკვეთის მიღება, შესრულება და მიწოდება;
გადახდების ადმინისტრირება და ბილინგი;
მომხმარებლის მოთხოვნებზე პასუხი და მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესება;
პირდაპირი მარკეტინგი (მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე);
სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება;
ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თაღლითობის პრევენცია;
ანალიტიკური და სტატისტიკური ანალიზი (მხოლოდ ანონიმიზებული მონაცემების საფუძველზე);
მომხმარებლის ქცევის ანალიზი და პერსონალიზებული გამოცდილების მიწოდება.
5. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
კომპანია ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს:
მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე;
ხელშეკრულების შესრულების მიზნით;
სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მიზნით;
კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, იმ დოზით, რომელიც არ არღვევს მონაცემთა სუბიექტის უფლებებს.
6. მონაცემთა შენახვა და წაშლა
პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ პერიოდით, რაც აუცილებელია მონაცემთა შეგროვების მიზნის მისაღწევად,
მარკეტინგული მიზნებისთვის მონაცემები ინახება მანამ, სანამ მომხმარებელი არ გააუქმებს თანხმობას;
მონაცემთა ვადის ამოწურვის ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში (თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ შენახვის ვადებს), მონაცემები წაიშლება უსაფრთხო მეთოდით – რაც გულისხმობს უსაფრთხოების სტანდარტებით მონაცემების ისე წაშლას ან ანონიმიზაციას, რომ მათი კონკრეტულ პირთან დაკავშირება შეუძლებელი იყოს.
7. ქუქი ფაილები (Cookies) და ანალიტიკა
კომპანია იყენებს ქუქი ფაილებს და ანალიტიკის ინსტრუმენტებს, მათ შორის Google Analytics-ს, მომხმარებელთა ქცევის ანალიზისა და პლატფორმის გაუმჯობესების მიზნით. ქუქი ფაილები მცირე ტექსტური ფაილებია, რომლებიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე ვებ-გვერდის მონახულებისას და შეიცავს ინფორმაციას მის პრეფერენციებსა და მოქმედებებზე.
კომპანია იყენებს:
აუცილებელ ქუქი ფაილებს – ვებ-გვერდის საბაზისო ფუნქციონირებისთვის;
ანალიტიკურ ქუქი ფაილებს – მომხმარებელთა ქცევის ანალიზისთვის;
ფუნქციურ ქუქი ფაილებს – მომხმარებლის ინდივიდუალური გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
სარეკლამო ქუქი ფაილებს – შესაბამისი შეთავაზებების ჩვენებისთვის (მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე).
მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ქუქი ფაილების გამოყენების პრეფერენციები ბრაუზერის პარამეტრებიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული შესაბამისი ფანჯრის/პანელის მეშვეობით.
8. მონაცემების გამჟღავნება და გადაცემა
კომპანიამ შეიძლება გადასცეს პერსონალური მონაცემები შემდეგ პირებს:
აფილირებულ კომპანიებს;
გადახდის სისტემის პროვაიდერებს;
მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლებს, რომელთაც აქვთ მონაცემების დამუშავების კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულება;
სახელმწიფო უწყებებს, კანონით გათვალისწინებული საფუძვლით;
ბიზნესის გადაცემის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში – სამართალმემკვიდრეს.
9. მონაცემთა უსაფრთხოება
კომპანია იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს:
მონაცემთა დაშიფვრა;
წვდომის კონტროლი;
უსაფრთხო სერვერების გამოყენება;
პერიოდული აუდიტი;
პერსონალის შესაბამისი ტრენინგი;
სარეზერვო ასლების დაცული მართვა;
რეგულარული სისტემური განახლებები და მონიტორინგი.
10. არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა
კომპანია არ ამუშავებს 18 წლამდე პირების მონაცემებს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ამასთან მშობლის მიერ რეგისტრაციის პროცესში მითითებული არასრულწლოვნის მონაცემები ითვლება მონაცემების დამუშავების თანხმობად.
11. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება:
მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ შენახული მონაცემების შესახებ;
მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა;
გააუქმოს თანხმობა;
მოთხოვოს მონაცემების გადატანა სხვა მონაცემთა კონტროლერს.
12. უსაფრთხოება
კომპანია იყენებს ყველანაირ გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს მომხამრებლის მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, თუმცა მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად meandmom,ge პორტალის და სერვისების ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. ამიტომ, ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.
13. პოლიტიკის ცვლილება
კომპანია იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები პოლიტიკაში ნებისმიერ დროს. ცვლილებები ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებელმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს პოლიტიკა გაცნობის მიზნით.
14. საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი შეკითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში მიმართეთ:
ელ. ფოსტა: info@meandmom.ge
ტელ: +995 (591) 20 83 87
მისამართი: ი.ნიკოლაძის ქ. 3
კონფიდენციალურობის შესახებ პოლიტიკა
თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებ–გვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ წინამდებარე შეტყობინება გაცნობებთ, თუ რა ვალდებულებებს ვიღებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად.
ტერმინთა განმარტება:
„კონფიდენციალური ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი გახდა მიმღები მხარისთვის გამამჟღავნებელი მხარის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის შემდეგ, რაც არასაჯაროა, კონფიდენციალურია და/ან საკუთრების ბუნებას ატარებს. კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს:
ინფორმაციას, რომლის გადაცემაც ხდება წერილობით, ზეპირად, ვიზუალურად, ელექტრონულად ან ნებისმიერი სხვა საშუალებით.
მიმღები მხარისთვის წარმოდგენილ ინფორმაციას მესამე მხარის მიერ იმ პირობებში, როდესაც მიმღები მხარე ვალდებულია არ გაამჟღავნოს ასეთი ინფორმაცია;
კონფიდენციალური ინფორმაცია არ მოიცავს რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც ხდება საზოგადოდ ხელმისაწვდომი სხვა გარემოების შედეგად და არა მიმღები მხარის მიერ გამჟღავნების გამო ან მისი რომელიმე უფლებამოსილი პირის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შედეგად; და/ან ხდება ხელმისაწვდომი მიმღები მხარისთვის ან მიმღები მხარის უფლებამოსილი პირებისთვის არაკონფიდენციალურ საფუძველზე სხვა წყაროდან, გამამჟღავნებელი მხარის ან გამამჟღავნებელი მხარის უფლებამოსილი პირების გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი წყარო არ იყო ცნობილი მიმღები მხარისთვის, როგორც ასეთი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება.
„გამამჟღავნებელი მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელსაც უკავშირდება კონფიდენციალური ინფორმაცია.
„მიმღები მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელმაც მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია მეორე მხარესთან დაკავშირებით.
მიმღები მხარე ვალდებულია:
მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით. არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია ან მისი ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა დანიშნულებისა.
კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის ვადა
კონფიდენციალური ინფორმაცია ინახება რა ვადითაც საჭიროა შესაბამისი საქმიანობისთვის ან მომსახურების გასაწევად. ასევე არსებობის შემთხვევაში კანონით განსაზღვრული ვადით.
მნიშვნელოვანი პირობები
თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებ-გვერდის meandmom.ge და meandmom.ge-ის მომსახურების მიღებას, ჩვენ დროდადრო შეიძლება განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ამრიგად, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ ამ ვებ–გვერდს ნებისმიერი ცვლილების სანახავად. ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ამ ვებ–გვერდზე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შინაარსის განახლებით. ეს ცვლილებები ძალაში შედის ამ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებ–გვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს მიმღები. წინამდებარე პოლიტიკის პირობები ვრცელდება მიმღებთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით შეთანხმებაზე ან სახელშეკრულებო პირობაზე.
მხარეთა შორის არსებული უთანხმოება კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით წყდება მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სასამართლოს გზით.
უსაფრთხოება
მიმღებმა მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ მიმღების მიერ ვებ–გვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
ჩვენ ვაფასებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებით გამოცხადებულ ნდობას და ვცდილობთ მის დასაცავად გამოვიყენოთ უსაფრთხო სამართლებრივი მეთოდები. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემის არცერთი მეთოდი ან ელექტრონული შენახვის მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო და საიმედო და მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.
როგორ გიცავთ კანონი
თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია, როგორც წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (GDPR) (E.U.). კანონის შესაბამისად, თქვენ უფლებამოსილი ხართ მოგვთხოვოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენთან დაკავშირებული რომელი მონაცემების დამუშავება ხდება; რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი და კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ: გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების გადმოცემა, მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა ან წაშლა.