Fanola – შამპუნი Wonder Nourishing/ სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღაბი Wonder /აღმდგენი ნიღაბი Wonder  100ml

აღწერა

აღწერა

შამპუნი Wonder Nourishing ფანოლა – Fanola

შამპუნი ანიჭებს ელასტიურობასა და ბუნებრივ ბზინვარებას დამძიმების გარეშე. შეიცავს აქტიურ ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებიც ეფექტურად წმენდს და აუმჯობესებს თმისა და სკალპის საერთო მდგომარეობას. იდეალურია დამუშავებისგან გამომშრალი და დაზიანებული თმისთვის. გამოყენების შემდეგ თმა ხდება რბილი, მორჩილი და ბზინვარე. ხელს უშლის თმის ჩახლართვას, აადვილებს ვარცხნას. PH 5.0/5.5

თმის ტიპი: მშრალი, ელასტიურობადაკარგული, აფუებისკენ მიდრეკილი თმა

 

Fanola – ფანოლა აღმდგენი ნიღაბი Wonder

იდეალურია ძალიან გამომშრალი და დამუშავებული თმისთვის. გამდიდრებულია კაკაოს კარაქით, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი და მკვებავი ეფექტი დამძიმების გარეშე.

თმის ტიპი: მშრალი, ელასტიურობადაკარგული, აფუებისკენ მიდრეკილი თმა

გამოყენების წესი: შამპუნით თმის დაბანის შემდეგ პირსახოცით შეიშრეთ თმა, დაიტანეთ და თანაბრად გადაანაწილეთ ნიღაბი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ბოლოებს. გაიჩერეთ 5-10 წუთი და ჩამოიბანეთ. გაჩერების დრო გაზარდეთ თმის დაზიანების დონის შესაბამისად.

 

Fanola – ფანოლა სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღაბი Wonder

მზემ, გარემოს დაბინძურებამ, ტექნიკურმა დამუშავებამ და ცხელმა ხელსაწყოებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ქერა თმის ბზინვარებასა და მის შეფერილობას, რომელიც დროთა განმავლობაში შესაძლოა გახდეს მოყვითალო ფერის. ნიღაბი აძლიერებს და ახანგრძლივებს სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნის ეფექტურობას. ნიღბის გამოყენების შემდეგ თმა ხდება რბილი, დატენიანებული და ბზინვარე, ნეიტრალური ცივი ტონებით. ექსტრა იისფერი პიგმენტით გამდიდრებული ფორმულა ხელს უწყობს ცივი და თანაბარი ტონის ხანგრძლივ შენარჩუნებას. აქვს მაკონდიცირებელი ეფექტი pH-მჟავით.

თმის ტიპი: ქერა, გაღიავებული, მელირებული და ნაცრისფერი თმა

გამოყენების წესი

სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნის გამოყენების შემდეგ შეიზილეთ ნიღაბი სველ თმაზე, გაიჩერეთ 3-5 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება.

შეძენა შესაძლებელია: პსპ სააფთიაქო ქსელში