პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

I. ზოგადი ინფორმაცია

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს meandmom.ge-ს (შემდგომში – „კომპანია“) მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებისა და წესების განმსაზღვრელ დოკუმენტს. აღნიშნული პოლიტიკა შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ„ კანონის შესაბამისად და ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას.

პოლიტიკის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა მიზნებით ხორციელდება მათ მიერ მოწოდებული ან/და დაგენერირებული პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, გადაცემა და წაშლა.

II. პოლიტიკის მოქმედების სფერო

პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირის მიერ მოწოდებულ ან/და ავტომატურად გენერირებულ პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც:

ა)იყენებენ ვებგვერდს meandmom.ge;

ბ)სარგებლობენ კომპანიის სერვისებით;

გ)ავსებენ განაცხადებს, რეგისტრაციის ფორმებს ან სხვა სახის ელექტრონულ დოკუმენტებს;

დ)რომლებიც აწვდიან პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებით.

პოლიტიკა არ ვრცელდება იმ მესამე მხარის ვებ-გვერდებსა და სერვისებზე, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ბმულები meandmom.ge-ს პლატფორმაზე, მაგრამ არ იმართება კომპანიის მიერ.

III. პერსონალური მონაცემების კატეგორიები

კომპანია ამუშავებს შემდეგ კატეგორიად პერსონალურ მონაცემებს:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საცხოვრებელი მისამართი;
  • დემოგრაფიული მონაცემები: სქესი; ასაკი;
  • ფინანსური მონაცემები: საბანკო ბარათის ნომერი (დამუშავება ხდება გადახდის სისტემის მეშვეობით);
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, მოწყობილობის მონაცემები, ბრაუზერის ტიპი, ვებ-გვერდზე ვიზიტის დრო და ხანგრძლივობა, ქუქი ფაილები და თრექინგ მონაცემები.

IV. მონაცემთა შეგროვების მიზნები

პერსონალური მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებით:

  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ავთენტიფიკაცია;
  • პროდუქტის შეკვეთის მიღება, შესრულება და მიწოდება;
  • გადახდების ადმინისტრირება და ბილინგი;
  • მომხმარებლის მოთხოვნებზე პასუხი და მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესება;
  • პირდაპირი მარკეტინგი (მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე);
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება;
  • ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თაღლითობის პრევენცია;
  • ანალიტიკური და სტატისტიკური ანალიზი (მხოლოდ ანონიმიზებული მონაცემების საფუძველზე);
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზი და პერსონალიზებული გამოცდილების მიწოდება.

V. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

კომპანია ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს:

  • მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე;
  • ხელშეკრულების შესრულების მიზნით;
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მიზნით;
  • კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, იმ დოზით, რომელიც არ არღვევს მონაცემთა სუბიექტის უფლებებს.

VI. მონაცემთა შენახვა და წაშლა

პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ პერიოდით, რაც აუცილებელია მონაცემთა შეგროვების მიზნის მისაღწევად,

  • მარკეტინგული მიზნებისთვის მონაცემები ინახება მანამ, სანამ მომხმარებელი არ გააუქმებს თანხმობას;

მონაცემთა ვადის ამოწურვის ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში (თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ შენახვის ვადებს), მონაცემები წაიშლება უსაფრთხო მეთოდით – რაც გულისხმობს  უსაფრთხოების სტანდარტებით მონაცემების ისე წაშლას ან ანონიმიზაციას, რომ მათი კონკრეტულ პირთან დაკავშირება შეუძლებელი იყოს.

VII. ქუქი ფაილები (Cookies) და ანალიტიკა

კომპანია იყენებს ქუქი ფაილებს და ანალიტიკის ინსტრუმენტებს, მათ შორის Google Analytics-ს, მომხმარებელთა ქცევის ანალიზისა და პლატფორმის გაუმჯობესების მიზნით. ქუქი ფაილები მცირე ტექსტური ფაილებია, რომლებიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე ვებ-გვერდის მონახულებისას და შეიცავს ინფორმაციას მის პრეფერენციებსა და მოქმედებებზე.

კომპანია იყენებს:

  • აუცილებელ ქუქი ფაილებს – ვებ-გვერდის საბაზისო ფუნქციონირებისთვის;
  • ანალიტიკურ ქუქი ფაილებს – მომხმარებელთა ქცევის ანალიზისთვის;
  • ფუნქციურ ქუქი ფაილებს – მომხმარებლის ინდივიდუალური გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • სარეკლამო ქუქი ფაილებს – შესაბამისი შეთავაზებების ჩვენებისთვის (მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე).

მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ქუქი ფაილების გამოყენების პრეფერენციები ბრაუზერის პარამეტრებიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული შესაბამისი ფანჯრის/პანელის მეშვეობით.

VIII. მონაცემების გამჟღავნება და გადაცემა

კომპანიამ შეიძლება გადასცეს პერსონალური მონაცემები შემდეგ პირებს:

  • აფილირებულ კომპანიებს;
  • გადახდის სისტემის პროვაიდერებს;
  • მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლებს, რომელთაც აქვთ მონაცემების დამუშავების კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულება;
  • სახელმწიფო უწყებებს, კანონით გათვალისწინებული საფუძვლით;
  • ბიზნესის გადაცემის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში – სამართალმემკვიდრეს.

IX. მონაცემთა უსაფრთხოება

კომპანია იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს:

  • მონაცემთა დაშიფვრა;
  • წვდომის კონტროლი;
  • უსაფრთხო სერვერების გამოყენება;
  • პერიოდული აუდიტი;
  • პერსონალის შესაბამისი ტრენინგი;
  • სარეზერვო ასლების დაცული მართვა;
  • რეგულარული სისტემური განახლებები და მონიტორინგი.

X. არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა

კომპანია არ ამუშავებს 18 წლამდე პირების მონაცემებს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ამასთან მშობლის მიერ რეგისტრაციის პროცესში მითითებული არასრულწლოვნის მონაცემები ითვლება მონაცემების დამუშავების თანხმობად.

XI. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

მომხმარებელს აქვს უფლება:

  • მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ შენახული მონაცემების შესახებ;
  • მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა;
  • გააუქმოს თანხმობა;
  • მოთხოვოს მონაცემების გადატანა სხვა მონაცემთა კონტროლერს.

XII. უსაფრთხოება

კომპანია იყენებს ყველანაირ გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს მომხამრებლის მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, თუმცა მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად meandmom,ge პორტალის და სერვისების ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. ამიტომ, ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

XIII. პოლიტიკის ცვლილება

კომპანია იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები პოლიტიკაში ნებისმიერ დროს. ცვლილებები ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებელმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს პოლიტიკა გაცნობის მიზნით.

X IV. საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი შეკითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში მიმართეთ:

ელ. ფოსტა: info@meandmom.ge

ტელ: +995 (591) 20 83 87

მისამართი: ი.ნიკოლაძის ქ. 3

22.05.2025 წელი