ISIS PHARMA – დასაბანი და დამატენიანებელი კრემი კანის ტიპის მიხედვით
აღწერა
ISIS PHARMA – ისის ფარმა სენსილია სახის კრემი დამატენიანებელი Sensylia 24h
უნარჩუნებს კანს სინოტივეს 24 საათის განმავლობაში და უზრუნველყოფს ყოველდღიურ შვებას მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის მისი HYDRACTIV კომპლექსის წყალობით. განკუთვნილია მგრძნობიარე და დეჰიდრატირებული კანისთვის. ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას. ხელს უწყობს კანის ბარიერის აღდგენას. იცავს კანს გარემოს აგრესიული ფაქტორებისგან. მომენტალური სისუფთავისა და სიჯანსაღის შეგრძნება. არაკომედოგენური. ჰიპოალერგიული.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს გასუფთავებულ სახის კანზე. გამოიყენება მაკიაჟის ბაზად.
Isispharma Glyco-A Medium Peeling Night Cream არის 12% გლიკოლის მჟავის შემცველი პილინგის კრემი, რომელიც განკუთვნილია საღამოს მოვლისთვის.
პროდუქტი ხელს უწყობს კანის ტონისა და ტექსტურის გასწორებას, ზედაპირული ფენის განახლებას რბილი პილინგისა და მქრქალი ეფექტის მეშვეობით.
რეკომენდებულია თხელი ფენით წასმა (არ წაისვათ სქლად) გაწმენდილ სახის კანზე კვირაში 2-3-ჯერ საღამოს. გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემი. განკუთვნილია 18 წელზე უფროსი ასაკის კანისთვის.
ISIS PHARMA – ისის ფარმა თინ დერმი დასაბანი გელი Teen Derm Gel
გელი განკუთვნილია ცხიმიანი, მსუბუქი და ზომიერი აკნეს მქონე კანისთვის. შესაძლებელია მისი გამოყენება სახეზე და სხეულის ლოკალიზებული ადგილების ( გულმკერდი, ზურგი ) ყოველდღიური მოვლისთვის. ღრმად ასუფთავებს და ქერცლავს კანს მინარევებისაგან, არეგულირებს ჭარბ ცხიმს მისი α-PURE კომპლექსის წყალობით, რომელიც არეგულირებს ცხიმიანობას, ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების ჩამოფცქვნას, აფერხებს ბაქტერიების პროლიფერაციას და ახშობს ანთებას. კარგად წმენდს და აგლუვებს კანს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას, აქრობს კანის სიპრიალეს, არაკომედოგენური, აქვს ფიზიოლოგიური PH და სასიამოვნო არომატი, არ შეიცავს საპონს, არ აშრობს კანს.
ISIS PHARMA – ,,ისის ფარმას’’ თინ დერმი ჰიდრა
,,ისის ფარმას’’ Teen Derm Hydra კომპენსირებული დამატენიანებელი უზრუნველყოფს აკნესადმი მიდრეკილი ან ცხიმიანი კანის მკურნალობას.
ხელს უწყობს კანის ბუნებრივი PH ბალანსის აღდგენას, არის არაკომედოგენური. რამდენიმე გამოყენებაც კი საკმარისია, რომ თქვენს კანს დაუბრუნდეს ბუნებრივი იერი და ელასტოურობა.
გამოყენების წესი: წაისვით Teen Derm Hydra დილით და საღამოს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება ნოტიო კანზე, მსუბუქი, წრიული მოძრაობით გადაინაწილეთ კანზე და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
შეძენა შესაძლებელია: სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში
