Weleda – სახისა და თვალის კრემი, სტრიების საწინააღმდეგო ორსულთა ზეთი
აღწერა
სქინფუდი მსუბუქი – ინტენსიური მოვლა და კვება მშრალი კანისთვის, იდეალურია მოგზაურობისას
სქინ ფუდი „ მსუბუქი “ადვილად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება კანში, მყისიერად ატენიანებს და არბილებს მშრალ კანს. ბიო-ცხიმებით მდიდარი შემადგენლობა /ფუტკრის ცვილი, მატყლის ცხიმი, შის ცხიმი/ კვებავს და შვებას აძლევს მოჭიმულ კანს. როზმარინის ექსტრაქტი აცოცხლებს და ტონუსს აძლევს სიმშრალისგან გაუფერულებულ კანს. ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო გვირილას და კალენდულას ექსტრაქტები ადვილად გაღიზიანებად მშრალ კანს ამშვიდებს, წმენდს და რეგენერაციას უწყობს ხელს. ბიოლოგიური სამფერა ია ტრადიციული სამკურნალო საშუალებაა დაზიანებული, დამსკდარი კანის მოსავლელად. ის ამცირებს ქავილის შეგრძნებას, აგრილებს და ატენიანებს კანს.
აქვს მსუბუქი ტექსტურა და სწრაფად შეიწოვება
– ინტენსიურად უვლის კანის მშრალ უბნებს სახესა და ტანზე
– იცავს კანს გამოშრობისგან
– მყისიერად ატენიანებს
– შეიცავს იაჟუჟუნას, გვირილას და კალენდულას ექსტრაქტებს
– შეიცავს ბიო-მზესუმზისას ზეთს, შის და კაკაოს ბიო ცხიმებს და ფუტკრის ცვილს
შემადგენლობა:
წყალი, მზესუმზირას ენისებრი ყვავილების ექსტრაქტი, გლიცერინი, სპირტი, გლიცერილ სტეარატ ციტრატი, თეთრი სანთელი, კაკაოს (თესლის) ცხიმი, ცეტეარილის სპირტი, შის (კარიტეს) ცხიმი, სამფერა იის (იაჟუჟუნას) ექსტრაქტი, როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი, გვირილას ყვავილის ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექტრაქტი, მატყლის ცხიმი (ლანოლინი), კარაგენანი, ქსანთანი, რძემჟავა, გლიცერილ კაპრილატი, სურნელი*, ლიმონენი*, ლინალოოლი*, გერანიოლი*, ციტრალი*
ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან
სქინფუდის თვალის კრემი: კოფეინით და ჰიალურონის მჟავით წასმისთანავე ატენიანებს და აფხიზლებს თვალის ირგვლივ კანს
ქინ ფუდის თვალის დამატენიანებელი კრემი წასმისთანავე ენერგიით ავსებს და აფხიზლებს თვალის ირგვლივ კანს. ჰიალურონის მჟავა, კოფეინი და სქინფუდის ფიტოინფუზია ამშვიდებს შეშუპებულ თვალის უპეებს და საგრძნობლად აუფერულებს ჩამუქებულ კანს თვალის გარშემო. სწრაფად შეიწოვება და მაკიჟისთვის იდეალური ბაზაა.
100% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები ბიოლოგიური მეურნეობიდან.
– ატენიანებს 24 საათი და კვებავს თვალის ირგვლივ მგრძნობიარე კანს
– სწრაფად შეიწოვება და იდეალური ბაზაა მაკიაჟისთვის
– ამშვიდებს შეშუპებულ თვალის უპეებს და საგრძნობლად აუფერულებს ჩამუქებულ კანს თვალის გარშემო.
– სქინფუდის ფიტოინფუზია – 100% მცენარეული ექსტრაქტები: როზმარინი, გულყვითელა, გვირილა და სამფერა ია – გაჯერებულია კოფეინით და ჰიალურონის მჟავით.
– არ აზიანებს მიკრობიომს
– უსაფრთხოება დადასტურებულია ოფთალმოლოგების და დერმატოლოგების მიერ
შემადგენლობა:
წყალი, მზესუმზირას ზეთი, გლიცერინი, შის კარაქი, პენტილენგლიკოლი, ცხიმმჟავა ესტერი (იზოამილლაურატი), ცხიმმჟავა გლიცერიდი (გლიცერილსტეარატციტრატი), დენატურირებული სპირტი, ფიტოსქვალანი, ბეჰენალის სპირტი, კალენდულას ყვავილების ექსტრაქტი, გვირილა, როზმარინის ექსტრაქტი, სამფერა იის ექსტრაქტი, ბეტაინი, კოფეინი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, თიხამიწა (ჰექტორიტი) რძემჟავა, რძემჟავა ბაქტერიის ფერმენტირებული პროდუქტი (ლაქტობაცილა) რძემჟავა ბაქტერიის ფერმენტირებული პროდუქტი(ლიზატა), ბროწეულის ექსტრაქტი, მცენარეული ცვილი, ვიტამინი E, აკაციის გუმი, კაპრილილგლიკოლი, ჰიალურონის მჟავა, ქსანთანი, სურნელი, ბეტაკარიოფილენი, ქაფური, ფორთოხლის ქერქის ეთერზეთი, ლავანდის ეთერზეთი/ექსტრაქტი, ლიმონენი, ლინალოოლი, ლინალილაცეტატი, პიენი. სურნელი მიღებულია 100% ბუნებრივი ეთერზეთების და/ან მცენარეული ექსტრაქტებისგან
სტრიების საწინააღმდეგო ორსულთა ზეთი: ხელს უშლის სტრიების გაჩენას, აუფერულებს ახლად გაჩენილ სტრიებს, კვებავს და ელასტიურობას მატებს კანს
ორსულთა კანის მოსავლელი ზეთი ნუშის რბილი ზეთით, ჟოჟობას და E ვიტამინით მდიდარი ხორბლის ღივის ზეთით არნიკას ყვავილის ზეთოვან ექსტრაქტთან ერთად კვებავს და ელასტიურობას მატებს კანს. ამშვიდებს მოჭიმულ და დაძაბულ კანს და ამცირებს ქავილის შეგრძნებას. მშრალი და პრობლემური კანის შემთხვევაში ზეთის გამოყენება უმჯობესია ორსულობის პირველი თვიდან დაიწყოთ და მშობიარობის შემდეგ გააგრძელოთ. ზეთი შეგიძლიათ მკერდის არეში ძუძუთი კვების დროსაც გამოიყენოთ. ახლად წარმოქმნილი წითელი სტრიების შემთხვევაში ზეთის რეგულარული გამოყენება მსუბუქი მასაჟით, საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
ზეთი რეკომენდებულია გარდამავალი ასაკის გოგონებისა და ბიჭებისათვის კანის ასაკობრივი ცვლილებების დროს გაჩენილი სტრიების მოსავლელად, ასევე სხვადასხვა ასაკში წონის ხშირი ცვალებადობის დროს მოდუნებული და ნახეთქებიანი კანის მოსავლელად.
დაიწყეთ სტრიების საწინააღმდეგო ზეთის და ტანის კარაქის გამოყენება ორსულობის პირველივე თვიდან და განაგრძეთ ლაქტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ კიდევ სამი თვის განმავლობაში. სტრიების საწინააღმდეგო ეს ორი პროდუქტი შეარჩიეთ თქვენი სურვილის მიხედვით.
-20 წელზე მეტი ხნის ველედას ფავორიტი პროდუქტია ორსულებისთვის
-ზრდის კანის ელასტიურობასა და ხელს უშლის სტრიების გაჩენას
-ამცირებს არსებული სტრიების ხილვადობას
-უნარჩუნებს კანს ტენიანობას
-ამცირებს კანის დაჭიმულობისა და ქავილის შეგრძნებას
-შექმნილია ბებიაქალებისა და ფარმაცევტების მიერ
შემადგენლობა: ტკბილი ნუშის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ღივის ზეთი, არნიკას ყვავილის ექსტარქტი, სურნელი*, ლიმონენი*, ლინალოოლი*, ციტრონელოლი*, ციტრალი*, გერანიოლი*, ევგენოლი*, ფარნეზოლი*
*ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან
გამოყენება: ორსულთა კანის მოსავლელი ზეთი მსუბუქად შეიზილეთ მუცლის, თეძოების და მკერდის არეში. ორსულთა ზეთი უმჯობესია ნოტიო კანზე წაისვათ და მსუბუქი ხანგრძლივი მასაჟით შეიზილოთ. ტანის კარაქი ასევე წრიული მოძრაობით უნდა შეიზილოთ და უფრო სწრაფად შეიწოვება ვიდრე ზეთი. კანის მოვლისთვის იდეალური იქნება საღამოს ან იმ დღეებში როცა სახლში ხართ ზეთი გამოიყენოთ. დილას კი, როცა სწრაფად გჭირდებათ ჩაცმა და სახლიდან გასვლა, ტანის კარაქი.
