Mustela – ტანის დასაბანი გელი Stelatopia/ Cicastela კრემი აღმდგენი / Stelatopia სახისა და ქუთუთოების დამატენიანებელი კრემი
აღწერა
Mustela ტანის დასაბანი გელი Stelatopia
ნაზად ასუფთავებს კანს, ტოვებს დამცავ საფარველს, ხსნის დისკომფორტის, დაჭიმულობისა და ქავილის შეგრძნებას. იცავს კანს ხისტი წყლის მავნე ზემოქმედებისგან. დაბანის შემდეგ კანი ხდება რბილი და დატენიანებული. შეიცავს მზესუმზირას ზეთის დისტილატს, რომელიც ამშვიდებს, ატენიანებს და ამდიდრებს ლიპიდებით კანის ცხიმოვან საფარველს. გამოიყენება დაბადებიდან
-არბილებს & ატენიანებს კანს
-რეკომენდირებულია მშრალი კანისთვის
-ტესტირებულია დერმატოლოგიურად
-არ შეიცავს პარაბენებს
-არ შეიცავს პარფიუმს
Mustela – მუსტელა Cicastela კრემი აღმდგენი
გაღიზიანებული კანის სამკურნალო, აღმდგენი კრემი დამცავი ფუნქციით ძალიან მგრძნობიარე და გამომშრალი კანის სხვადასხვა პრობლემისთვის გამოიყენება. შეიცავს ნატურალურ აღმდგენ ინგრედიენტებს, მათ შორის მცენარეულ ჰიალურონის მჟავას, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს და ხელს უწყობს მის აღდგენას. მთავარი შემადგენელი კომპონენტი Avocado Perseose საუკეთესოა ბავშვის ნაზი კანის დასაცავად და დასატენიანებლად. აქვს მსუბუქი კრემის ტექსტურა, სწრაფად შეიწოვება.
-91% ნატურალური ინგრედიენტები
-აღადგენს დაზიანებული კანის ბარიერულ ფუნქციას
-ატენიანებს, ამშვიდებს & ასუფთავებს კანს
-რეკომენდირებულია მგრძნობიარე & გამომშრალი კანისთვის
Mustela Stelatopia Emollient Face Cream and Eyelids არის სპეციალურად შექმნილი სახისა და ქუთუთოების დამატენიანებელი კრემი ძალიან მშრალი, ატოპიისკენ მიდრეკილი და ეგზემის მქონე კანისთვის. მისი გამოყენება შეიძლება დაბადებიდანვე (ახალშობილებში, რომლებიც უკვე გაწერილები არიან ინტენსიური თერაპიიდან).
მისი ძირითადი დანიშნულებაა:
-ინტენსიური დატენიანება – ამცირებს კანის სიმშრალეს და აქერცვლას.
-კანის ბარიერის აღდგენა – ეხმარება კანს დაიბრუნოს ბუნებრივი დამცავი ფუნქცია და შეამციროს წყლის დაკარგვა.
-ქავილისა და დაჭიმულობის შემცირება – ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
-სიწითლისა და უხეშობის შემცირება – რეგულარული გამოყენებისას ამცირებს ანთებასა და სიწითლეს.
-უსაფრთხოა ქუთუთოებსა და თვალის ირგვლივ გამოსაყენებლად (თუმცა არ უნდა მოხვდეს უშუალოდ თვალში).
ვისთვის არის რეკომენდებული?
-ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) მქონე ბავშვებისთვის.
-ძალიან მშრალი და მგრძნობიარე სახის კანისთვის.
-ქუთუთოების სიმშრალისა და გაღიზიანების დროს.
-საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება შეუძლიათ მოზრდილებსაც, განსაკუთრებით მგრძნობიარე ან ატოპიური კანის შემთხვევაში.
შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში
